უძველესი სიმბოლოები


სვასტიკა

ჩვენს დროში სვასტიკა ნაცისტურ გერმანიასთან ასოცირდება და ესაა საკმაოდ მძიმე სიმბოლო, რომელიც არასასიამოვნო მოგონებებს აღგვიძრავს; სინამდვილეში კი ეს არის უძველესი სიმბოლო, რომლის დანიშნულებასაც არქაული ფესვები აქვს - სვასტიკა ძირითადად გამოიყენებოდა სარიტუალო წესებისათვის, მაგალითად, ის ფართოდ იყო გავრცელებული ინდუიზმის მიმდევრებში. სვასტიკის გამოსახულებები ნაპოვნია ევროპის სხვადასხვა ადგილას, უამრავი არქეოლოგიური ძეგლის და სამარხის ტერიტორიებზე. თითქმის ყველა ძველი ევროპული კულტურა-კელტები, ეტრუსკები, რომაელები, ბერძნები, სლავები, გალები იყენებენდნენ სვასტიკას, როგორც წარმატების, მზისა და ბედნიერების ნიშანს.

უძველესი ლითონის სამაგრები-ბრჭყალები


მეგალითებში, ტაძრებსა და სხვა პრეისტორიულ ძეგლებში ნაპოვნი ლითონის ბრჭყალები (სკოპები) წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი საიდუმლოა. უფრო სწორად, აქ საუბარია არა თავად ბრჭყალებზე, რადან ისინი ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დაიშალა, არამედ ქვებზე დარჩენილ მათ ნაკვალევზე. მეცნიერები თავს იტეხავენ, თუ რატომ იყნებებდნენ მშენებლები უზარმაზარი ქვის ბლოკების გასამაგრებლად ამ პატარა ბრჭყალებს. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ მათ რელიგიური-სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა, სხვები ფიქრობენ, რომ ეს ბრჭყალები ემსახურებოდა ქვის ბლოკების შეკავშირებას. გამოცანას წარმოადგენს ასევე ამ ბლოკების დამზადების ტექნოლოგია: მათ ასხამდნენ უძველესი, საოცრად მკვრივი ბეტონისაგან, რომლის შემადგენლობა დღემდე უცნობია.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერია.. ყველაზე საოცარია ის, რომ სავსებით ერთგვაროვანი ტექნოლოგიით დამზადებულ ბრჭყალებს პოულობენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში: ეგვიპტეში, პერუში, კამბოჯაში და ასე შემდეგ, რომლებიც ერთმანეთისაგან ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. აღსანიშნავია, რომ თუ ისტორიული საზომით ვიმსჯელებთ, ამერიკა სულ ახლახანს აღმოაჩინეს; ითვლებოდა, რომ მანამდე მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ევრაზიის კონტინენტთან, მაგრამ დასავლეთ ნახევარსფეროს ორივე კონტინენტზე ნაპოვნია უძველესი ლითონის ბრჭყალების ზუსტად ისეთივე ანაბეჭდები, როგორებიც აღმოაჩინეს იტალიაში, ირანსა და ერაყში.


ერთგვაროვანი პირამიდები

როცა გვესმის სიტყვა " პირამიდები", ჩვენი ფიქრები მყისიერად გადადის ეგვიპტეში, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ პირამიდების კვალი მსოფლიოს მრავალ კუთხეშია ნაპოვნი. უკანასკნელ წლებში მსგავსი ნაგებობები ევროპის ცენტრშიც კი აღმოაჩინეს.. ის, რაც მეცნიერებს წლების განმავლობაში სწორკუთხა მთა ეგონათ, თურმე სინამდვილეში პირამიდა ყოფილა. საინტერესოა, რომ თუ შუა საუკუნეების ნახატებს დავეყრდნობით, იმ დროისათვის დედამიწაზე უამრავი პირამიდა იყო, რომლებიც შემდგომ საუკუნეებში დაანგრიეს ან თავად დაიშალა ქვებად. დღემდე არაა ცნობილი, თუ რა მიზნით აშენებდნენ პირამიდებს. თავდაპირველად ითვლებოდა, რომ ისინი ფარაონების ან მეფეების სამარხებად იყო განკუთვნილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა პირამიდაში როდია დასაფლავებული ადამიანები. შესაძლებელია, ეგვიპტელები უბრალოდ სხვა მიზნით უკვე აშენებულ პირამიდებს იყენებდნენ ფარაონების და ქურუმების სამარხებად; გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ პირამიდები ორიენტირებულია მზისა და ვარსკვლავების მხარეზე.


ერთგვაროვანი ყორღანები

ყორღანი - ესაა ქვის ნაგებობა, შემდგარი ორი ან მეტი უზარმაზარი ვერტიკალური ქვის ფილისაგან, რომლებზეც ეყრდნობა ჰორიზინტალური ქვა. სავარაუდოდ, ისინი სარიტუალო წესებისათვის გამოიყენებოდა. უძველესი ყორღანები კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ადრეული ცივილიზაციების გასაოცარი მსგავსებისა, რადგან აბსოლუტურად იდენტური ნაგებობებია აღმოჩენილი ინდოეთში, ჩინეთში, ესპანეთში, კორეასა და ცენტრალურ ამერიკაში. როგორც ჩანს, ძველი ტრადიციები ერთნაირი იყო სხვადასხვა კულტურისათვის, მიუხედავად იმ უზარმაზარი მანძილისა, რომელიც ამ ცივილიზაციებს ერთმანეთისაგან აშორებდა.


გირჩის სიმბოლოები

უძველესი გამოსახულებები, რომლებზეც გირჩებია ასახული, ნაპოვნია მთელ მსოფლიოში. ეს იყო ძველი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი სიმბოლო. ამასთანავე მისი პოვნა შესაძლებელია აბსოლუტურად სხვადასხვა კულტურაში-ინდონეზიელებთან, ბაბილონელებთან, ეგვიპტელებთან, ბერძნებთან... გირჩის სიმბოლომ გამოყენება ჰპოვა ქრისტიანობაში. ეს სიმბოლო გამოიყენებოდა ეზოთერულ მიმდინარეობებშიც, როგორიცაა მასონები, თეოსოფია და გნოსტიციზმი. როგორც წესი, გირჩა აღნიშნავდა სულიერი განათლების სიმბოლოს. ის აგრეთვე იყო სიმბოლო ეგრეთ წოდებული " მესამე თვალისა" - ადამიანის საიდუმლო ორგანოსი და ტვინში მდებარე გირჩისმაგვარი ჯირკვლისა.


სპირალის გამოსახულება

სპირალი მთელი მსოფლიოს თითქმის ყველა უძველეს კულტურაში გვხვდება. გამოცანად რჩება, თუ რატომ იყენებდნენ ასე აქტიურად ძველი სამყაროს წარმომადგენლები ამ ნიშანს, რომელიც დღემდეა გავრცელებული სასულიერო პრაქტიკაში, გამოხატავს რა ზრდასა და ევოლუციას.
სპირალი უმეტეს შემთხვევაში ნაყოფიერების, სასიცოცხლო ძალის და ქალღმერთების სიმბოლოდ ითვლებოდა. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სწორედ სპირალურად მიმდინარეობს ადამიანის, ცხოველების, ბევრი მცენარის ჩანასახის ზრდა- განვითარება, ასევე დედამიწაზე მიმდინარე ბევრი პროცესი. გარდა ამისა, ჩვენს გალაქტიკას სპირალის ფორმა აქვს. ნუთუ უძველესმა ადამიანებმა ეს ყველაფერი იცოდნენ? - ეს კითხვა დღემდე უპასუხოდ რჩება.

Comments

Popular posts from this blog

წმინდა ხეები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბის სიმბოლიკა

ადგილის დედა