Posts

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბის სიმბოლიკა

Image
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბის ავტორი მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე მე-20 საუკუნის 20-30–იან წლებში ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა იყო. იგი 1885 წლის 1 დეკემბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში დაიბადა, საშუალო განათლება ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, ხოლო სამხატვრო ცოდნის მისაღებად ჯერ პეტერბურგში გაემგზავრა, შემდეგ კი მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. სტუდენტობის წლებში მას მატერიალურ დახმარებას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება უწევდა. დიმიტრი შევარდნაძემ საქართველოში დაბრუნებისას საფუძველი ჩაუყარა ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას. 1917 წელს ე.წ. ,,დიდების ტაძარში” მისი თაოსნობით კედლის მხატვრობის პირების გამოფენა მოეწყო. ეს შენობა შემდეგ ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას გადაეცა, სადაც 1920 წელს საქართველოში სახვითი ხელოვნების პირველი მუზეუმი – ,,საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა” გაიხსნა, რომლის

ადგილის დედა

Image
ადგილის დედა  ადგილის დედა – ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვ.) მფარველი ქალღმერთი. ხევსურებს წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე. შესაძლებელია, წარსულში ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო და მისი კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მისი კულტი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა, აქედანაა მისი სახელებიც – ადგილის ღვთისმშობელი ან ღვთისმშობელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეთა და საქონლის მფარველს. ქრისტიანული ბაზილიკა „ადგილის დედა“  კახეთში .

წმინდა ხეები

Image
წმინდა ხეები  უხსოვარი დროიდან მოდიოდა მეტად კეთილშობილური ჩვეულება წმინდა ადგილებში წმინდა ხეების დარგვისა. ვის არ უნახავს მარტვილის მონასტერთან გასაოცარი ძელქვები – რკინისებური მერქნით, რომელიც ისე მძიმეა, წყალში იძირება როგორც რკინა და მისგან დამზადებული ნივთები საუკუნეებს უძლებს. ან ურთხელი – წითელი ხე, ხეთა მეფე მუხა – საქართველოს სიმბოლო, მარადიულად მტრების სახით მუმლი რომ ეხვევა და ვერაფერს აკლებს; ან ცაცხვი – მისი ნაზი მერქანი საუკეთესოა ჭურჭლეულის დასამზადებლად, საქართველოში ხის ჭურჭელთა უმრავლესობა, თვით საწნახლებიც ცაცხვისგან იყო დამზადებული. სხვათა შორის, წმინდა საეკლესიო ადგილებში ამ ხეებს გამოყენების მიზნით არ რგავენ, მათ მერქანს იშვიათად საეკლესიო საჭიროებისათვის თუ გამოიყენებდნენ, პირადი მოხმარებისთვის კი – არავითარ შემთხვევაში. გადაბერებული და წაქცეული ხეების შეშა შესაძლოა საზოგადო საკირეში კირის გამოსაწვავად გამოეყენებინათ, მეტადრე თუ ეკლესიას აშენებდნენ. ამ შეშას ზამთრობით ეკლესიის გასათბობადაც იყენებდნენ. შინ, ოჯახში, წკეპლის წაღებაც კი არ შეიძლებოდა – ,,არ ვარგა&