წარმართული საკულტო სიმბოლიკა

წარმართული საკულტო სიმბოლიკა
  • მზე და მთვარე
ქართული წარმართული კულტურის უძველესი ღვთაებანი-მზე და მთვარე,გარდა სიმბოლური ნიშნებისა წარმოგგენილნი არიან მთვარის ღვთაების და ქალღმერთი მზექალის გამოსახულებით.
  • ცხვარი
უძველესი საკულტო სიმბოლო.კეთილის საწყისი.გვხვდება ფიმბულებზე,გემებზე,მეჭდებზე და ა.შ,როგორც მაგიური ნიშანი.
  • ლომი
  • ძველი აღმოსავლეთის ხალხებში ფრიად პატივსაცემი სიმბოლო.ლომი ძლიერების განსახიერებაა.მის გამოსახულებას,როგორც რიტუალური და მაგიური მნიშვნელობის მქონისას,ხშირად ვხვდებით სამაჯურებზე,საყურეებზე და სხვა.აღნუსხულია ფრთოსანი ლომის მაგალითებიც.
    • დრაკონი
    გვხვდება რიტუალური მნიშვნელობით,უმთავრესად სამკაულებზე.ზოგჯერ ფასკუნჯთან(გრიფონი)არის გაიგივებული.სიმბოლური მნიშვნელობიღ უდრის წყლის ქაოსს(სტიქიას)
    • თხა
    როგორც სიმბოლო ძალზე ხშირად გვხვდება ჩვეულებრივ შტანდარტების თავებსა და ქალის სამკაულებზე.უაღრესად საყურადებოა თხის გამოსახულება აფხაზეთის დროშაზე.აღნიშნული სიმბოლო აშკარად ტოტემური წარმოშობისაა.ხშირადვ ამულეტის ხასიათი აქვს.
    • სენმურვი
    ფრთოსანი ძაღლი.გამოუცნობი სიმოლო.გვხვდება ატენისა და ნიკორწმინდის ეკლესიების დეკორში.
    • შვიდტოტიანი მუხა
    მიწადმოქმედების ღვთაებების სიმბოლო.
    • ხარი
    ხარის კულტი ძალზედ ძველია.თაყვანს სცემდნენ მთელს საქართველოში.
    • ტახი
    საფიქრებელია რომ იგი ძველი მეგრელების ტოტემური სიმბოლო იყო.ნაყოფიერებისა და ტომობრივი ერთეულიოს განმასახიერებელი.XVII-XVIII სს.სამეგრელოს(ოდიშის) დროშაზე გვხვდება ემბლემის სახით.
    • გველი
    სიბრძნის სიმბოლო.ხეთების,ბაბილონელთა,ეგვიპტელთა და სხვა ძველი ხალხების საკულტო სიმბოლო.როგორც ჩანს მათი გავლენით ამ სიმბოლიკამ საქართველოშიც დაიმკვიდრა ადგილი.
    • ცხენი
    ცხენი როგორც მზის კულტის ელემენტი ითვლება ცის მაცნედ,განთიადისა და მზის სიმბოლოდ.ბრინჯაოს ბალთებზე ცხენი ფიგურირებს როგორც ბოროტ სულთა მსხვერპლი.ფრთოსანი ცხენი(პეგასი) შედარებით იშვიათი მოვლენაა ქართულ სიმბოლიკაში.გვხვდება კახეთის დროშაზე.
    • ჩიტი
    სულის სიმბოლო ცის მაცნე.მასში აისახა თავისი არსით უაღრესად რთული,ბევრი ფრინველის სიმბოლო შინაარსობრივი სირთულის მხრივ.ჩიტის სახეში შედის ქალი-ფრინველის სირინოზის სიმბოლიკაც.
    • თევზი
    ძალზე ძველი სიმბოლო დაკავშირებული წყლის სტიქიასთან.სიბრძნის სიმბოლო.შუა საუკუნეების საქართველოში ჭრიდნენ თევზის ფორმის ფულს.
    • ირემი
    კეთილის საწყისი სიმბოლო.წარმართულიდან გადავიდა ქრისტიანულ კულტში.გამოისსახებოდა დროშებზე,ბეჭდებსა და გერბებზე.

Comments

Popular posts from this blog

წმინდა ხეები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბის სიმბოლიკა

ადგილის დედა